''ნაციონალურმა მოძრაობამ'' შოვში მომხდართან დაკავშირებით თავისი გამოძიება ჩაატარა 

22 აგვისტო 2023, 15:00 661 ნახვა

''ნაციონალურმა მოძრაობამ“  რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის პრეზენტაცია პარტიის ოფისში გაიმართა და ითქვა, რომ  სტიქიის ზონაში იმყოფებოდა 12-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს  შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ადამიანთა დაღუპვის ფაქტები  და გარემოებები. 

პარტიაში  ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით,  ანგარიშში  ყურადღება    გამახვილებულია  იმ ფაქტზეც, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანებული  მიზეზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი