ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მერვედ მასპინძლობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხების შესახებ სამდღიან სასწავლო კურსს. მასში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები და ბათუმელი პროფესორები.
კურსი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი დარგის პროფესორებისა და ექსპერტების კომპეტენციების ამაღლებას.
წელს განხილვის საგანი იქნება უკრაინის ომიდან გამომდინარე შესაძლო ბირთვული საფრთხის შესახებ არსებული რისკები და გამოწვევები.