კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს  - ზურაბ აზარაშვილი

21 აგვისტო 2023, 20:54 899 ნახვა

დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია.

„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე – საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო – ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი