ქობულეთის საკრებულოს სხდომა

21 აგვისტო 2023, 17:57 760 ნახვა

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა სადაც დღის წესრიგის მიხედვით სულ 7 საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი ეხებოდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტში ცვლილებების საკითხის დამტკიცებას, რომელიც ქობულეთის მერმა წარადგინა. ბიუჯეტის ზრდა  5 604 800 ლარით განისაზღვრება.  საერთო ჯამში ბიუჯეტი  62 760 700 ლარით არის განსაზღვრული. ასევე სხდომის დაწყებამდე, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადება გააკეთეს, რომელსაც სიტყვიერი ხმაური და პოლემიკა მოჰყვა მხარეებს შორის. საკითხი ქობულეთის ცენტრალური პარკის განაშენიანების ახალ პროექტს ეხებოდა. როგორც ენმ ამბობს ტენდერში კორუფციული ნიშნები იკვეთება და პროექტი რამდენჯერმე ჩავარდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი