მკვლელობა კონფლიქტის ზონაში

19 მაისი 2016, 00:00 4996 ნახვა

სუს-ი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სამსახურმა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ”19 მაისს დაახლოებით დღის 3-ის ნახევარზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა” -  აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში