განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა - დაკავებულია სამი პირი

19 აგვისტო 2023, 10:51 661 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. 

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 125 შეკვრად დაფასოებული - 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება  ამოიღეს.

ასევე ამოღებულია 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“და ერთ შეკვრად დაფასოებული, „კოკაინი“. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში