შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში შვიდ ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 პროცენტზე მეტი გადამოწმებულია.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შოვში, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში.