ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

15 აგვისტო 2023, 15:01 908 ნახვა

ოპოზიცია შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით იბარებს. ინიციატივის ავტორი პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა'', ფრაქციის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში წერილი გუშინ დაარეგისტრირა. ოპოზიციას გომელაურთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

კითხვების უმეტესი ნაწილი შეეხება შოვის ტრაგედიის დროს თუ როგორ გადანაწილდა კომპეტენციები, იყო თუ არა ყველა შესაძლო ხერხი გამოყენებული სტიქიის თავიდან ასაცილებლად და როგორ წარიმართა პროცესი.

რეგლამენტის თანახმად ვახტან გომელაური პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე წარსდგება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი