რა მოხდა შოვში და რამდენად დროული იყო სახელმწიფოს რეაგირება - ამ ორ კითხვაზე პასუხების მიღებას ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე კი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, რაც ის ფორმაა, რომლითაც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე.