ქართული საფესტივალო კვირა ლევილში

14 აგვისტო 2023, 20:11 856 ნახვა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირეული დასრულდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 12 და 13 აგვისტოს, ისევე როგორც, 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, მათ შორის, ქართული ცეკვის წარმოდგენის ნაწილი, სრულად გაუქმდა. 19 და 20 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე მაყურებლის წინაშე კი წარდგებიან: თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში