საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონები ბათუმური კლუბები გახდნენ. მამაკაცთა ფინალში ტიტულისთვის ბათუმის "პორტუსი" "თელავს" დაუპირისპირდა და 4-3 დაამარცხა. ქალთა შორის ფინალურ დაპირისპირებაში კი "ბათუმი" თბილისის "ელიტას" ეთამაშებოდა, სადაც ბათუმელებმა 7-4 გაიმარჯვეს.
პრიზიორი გუნდები და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები კი ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, დღეიდან სტარტს აიღებს ბათუმის პირველობა ქვიშის ფეხბურთში, რომელშიც ქართულ გუნდებთან ერთად ლატვიური გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.