საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის მზადების პროცესში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და 56-6 დაამარცხა.
პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 25-6 მოიგეს. მეორე ნახევარი კი მეტოქეს მშრალი ანგარიშით 31-0 აჯობეს.
საერთო ჯამში კი დიდი უპირატესობით 56-6 მოიგეს.
მომდევნო თამაშს "ბორჯღალოსნები "ასევე „მიხეილ მესხზე“, 19 აგვისტოს 19:00 საათზე აშშ-სთან გამართავენ, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ ეთამაშებიან.