შინდისის გმირებს პატივი მიაგეს

12 აგვისტო 2023, 11:44 495 ნახვა

გვიან ღამით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ბათუმის რაზმმა. ისინი დროშებითა და ჩირაღდნებით შინდისის სკევრში მივიდნენ. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა სენაკის მეორე ბრიგადის ოცეულის 17 ჯარისკაცი. მათ შორის ორი აჭარიდან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში