საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდში პირველ ტესტ-მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრების დაპირისპირება დღეს თბილისში „მიხეილ მესხზე“ 19:00 საათზე დაიწყება.
"ბორჯღალოსნებს" რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ უთამაშიათ. საქართველოს მეტოქე 17-ჯერ ყავს დამარცხებული, 1 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9 შემთხვევაში რუმინეთმა იმარჯვა.
პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" გადმოსცემს.
მომდევნო თამაშს "ბორჯღალოსნები " ასევე „მიხეილ მესხზე“, 19 აგვისტოს 19:00 საათზე აშშ-სთან გამართავენ, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ ეთამაშებიან.