გიორგი მარგველაშვილის "ვალენსიამ" ესპანეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.
პირველი ტურის შეხვედრაში "ვალენსია" გასვლაზე "სევილიას" ესტუმრა და 1-2 დაამარცხა.
ანგარიში მე-60 წუთზე მუქტარ დიახაბიმ გახსნა, თუმცა 10 წუთში იუსეფ ენ-ნესირის გოლით "სევილიამ" ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს მასპინძელი გუნდი კაცნაკლული დარჩა, რითაც "ვალენსიამ" ისარგებლა და ხავი გერამ თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
გიორგი მამარდაშვილმა ამ შემთხვევაში 3 ბურთი მოიგერია და მისი თამაში "სოფასქორმა" 6.8 ბალით შეაფასა.
ბარახას გუნდი "ლა ლიგის" მე-2 ტურში 18 აგვისტოს, "ლას პალმასს" შინ "მესტალიაზე" უმასპინძლებს.