ბინები დევნილებისთვის

11 აგვისტო 2023, 11:40 789 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის 14 სახლი აშენდა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სახლები დევნილ ოჯახებს, გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე წყლის სისტემის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი