პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულების ნაწილს ასაჯაროვებს

19 მაისი 2016, 00:00 3726 ნახვა

მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. უწყებამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა. რომლის მიხედვითაც, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას და ხელშეკრულების გაფორმებას, შედგენილი და ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. მათი მოქმედებები, რომელთაც სრულყოფილად აღწერს საქმეში არსებული დოკუმენტები, გახდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი. კერძოდ, დანაშაულებრივი ქმდებების გამო სამინისტრომ 6 მილიონ 720 ათასი 877 ლარი გადაიხადა ქონებაში, რომლის ღირებულება არ აღემატება 2 მილიონ 618 ათას 5 ლარს. ვრცელი დოკუმენტი პროკურატურის ვებ გევრდეზა გამოქვეყნებული.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი