სკოლების რეაბილიტაცია

10 აგვისტო 2023, 14:57 1033 ნახვა

ბათუმის მეხუთე და მეოთხე საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ორი სკოლის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის პროექტისთვის ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები წელიწადნახევრში უნდა დასრულდეს.მანამდე კი სასწავლო პროცესისთვის სხვა  სკოლების ფართს გამოიყენებენ. დაგეგმილია რომ ბათუმის მეხუთე სკოლის მოსწავლეები და პერსონალი დროებით ახალშენის სკოლაში, ბათუმის მეოთხე სკოლის  მოსწავლეები და პერსონალი კი ორთაბათუმის სკოლაში გადავა. მათ ტრანსპორტირებას აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. დაგეგმილია  მეშვიდე  სკოლის  რეაბილიტაციაც.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში