„საქართველოს ოკუპაცია”- წიგნის პრეზენტაცია

25 თებერვალი 2017, 00:00 1838 ნახვა

,,საქართველოს ოკუპაცია, „ბოლშევიკური ინტერპრეტაციები“ - აჭარის საარქივო სამმართველოს და შსს აკადემიის არქივის ორგანიზებით ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. ღონისძიებას შსს აკადემიის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას და საბჭოთა ოკუპაციას ეძღვნებოდა. ფილმში ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები საბჭოთა მეთერთმეტე წითელი არმიის მიერ საქართველოში შემოჭრა და თბილისის აღება.

ამავე კატეგორიაში