დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, რომლებიც 27 ივლისსა და 4 აგვისტოს არის გადაღებული. აღბეჭდილია “Landsat”-ის მიერ გადაღებული უფასო სურათები, სადაც ღრუბლებისა და გარჩევადობის ხარისხის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, სავარაუდოა რომ სწორედ 27 ივლისსა და 4 აგვისტოს შორის, შოვიდან 7 კილომეტრში მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადების მიხედვით, მეწყრულ-ღვარცოფულმა პროცესმა, შესაძლოა მდინარის გადაკეტვა გამოიწვია. ინსტიტუტში საუბრობენ მონიტორინგსა და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილზე.