რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლეებს- ომში ჩართულ ქვეყნაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ქვეყნის ნაწილში მაღალია. ოკუპანტი მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს აგრძელებს. გასულ ღამეს, ხერსონის ოლქზე მტერმა იერიში მძიმე არტილერიით მიიტანა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ურბანული ტერიტორიული თემი 7-ჯერ დაიბომბა, რისთვისაც ოკუპანტმა 63 ჭურვი გამოიყენა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში. საოკუპაციო ძალების ხელისუფლების განცხადებით, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე დრონებით იერიში უკრაინულმა მხარემ მიიტანა. დაზიანდა ტანკერის სამანქანე განყოფილება, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.