შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გვიან ღამით საგანგებო თათბირი გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დარეკონ ნომერზე 598 – 91-30-89.