ძალოსანი გიორგი კირვალიძე ევროპის ჩემპიონია

02 აგვისტო 2023, 18:57 799 ნახვა

20-წლამდე ძალოსანთა შორის ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრების წევრი, გიორგი კირვალიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

კირვალიძემ ატაცში 157/161/165 კილოგრამს გაართვა თავი და ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგიმ აკვრაში 188 და 193 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საბოლოოდ ორჭიდში მოგროვებული 358 კილოგრამით კი ქართველი ძალოსანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი