მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს, წყალში მხტომელთა შეჯიბრებები დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალიც მოიპოვა.
სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში სულ ექვსი ნაკრები გამოდიოდა, მათ შორის, საქართველო - თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე.
ექვსი რაუნდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 343.17 ქულა დააგროვა და მხოლოდ მასპინძელ ჩინეთს და გერმანიას ჩამორჩა. საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ კორეას, იაპონიას და ბრაზილიას გაუსწრო.
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ უნივერსიადაზე საქართველოს ნაკრებმა წყალში ხტომაში მედალი მოიპოვა.