ჩანჩხალოელები გზის გარეშე /ფოტო/

24 თებერვალი 2017, 00:00 3972 ნახვა

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი რამდენიმეჯერ განმეორდა.  ადგილობრივების ინფორმაციით ალტერნატიული გზა, რომლითაც უნდა ესარგებლათ თოვლისგან ამ დრომდე  გაუწმენდავია. აღნიშნული გზა ზაფხულშიც მოუწესრიგებელია და გადაადგილება შეუძლებელია მსუბუქი ავტომობილებით. ვერ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსებიც. გარდა ამისა, გაორმაგებულია მანძილი და დრო.  შუახევის გამგებელი ამბობს, რომ ტერიტორია გეოლოგების რეკომენდაციით გამოდარებამდე  ვერ გაიწმინდება. რაც შეეხება შემოვლით გზას, მისი გაწმენდა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაგვიანდა. ტარიელ ებრალიძის განმარტებით გზის გაწმენდა ამ წუთებში დაიწყო და  ხვალ დილამდე დასრულდება. შეგახსენებთ მეწყრული პროცესები სოფელ ჩანჩხალოში 7 თებერვალს გააქტიურდა.

 

ფოტო: მიშა მიქელაძე

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი