ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 ივლისი 2023, 14:39 796 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სოფელ ცეცხლაურს და ჯიხანჯურს ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი მიენიჭება, რითაც ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა 23-მდე გაიზრდება.

ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარები და შშმ პირები ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ასევე სოფლის ავტობუსებში უფასოდ იმგზავრებენ. 50 პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტები. 

სხდომაზე პარტია ''საქართველოსთვის'' წევრმა მუნიციპალურ ავტობუსებში საბარათე გადახდის სისტემის ამოქმედებასა და ქაქუთი-ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხზე იმსჯელებენ.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე ქუჩებისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. აღმაშენებლის გამზირის მე-2 შესახვევს ქართველი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის დურსუნ ბალაძის სახელი დაერქმევა, პუშკინის ქუჩას - პოეტის და პროზაიკოსის ამირან ხაბაზის სახელის მიენიჭა. სხდომაზე ითქვა, რომ ორივე შემთხვევაზე, ქობულეთის მერიას მოსახლეობამ წერილობით მიმართა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოპოვის ქუჩისთვის პირველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის სახელის შეცვლის საკითხზე ქობულეთის საკრებულომ სამთავრობო კომისიას მიმართა.

სტალინის სოფელ ციხისძირში კი სტალინის უბნისთვის პეტრას სახელის დარქმევისთვის დამატებითი შეხვედრები გაიმართება მოსახლეობასთან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში