„დაკარგული გზების სიზმარი“ - პრემიერა 

31 ივლისი 2023, 11:00 1001 ნახვა

„დაკარგული გზების სიზმარი“ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფოლკ–ოპერის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლზე წარმოდგენილი იყო მივიწყებული ქართული ფოლკლორის გათანამედროვებული ვერსია, რომელიც ძველ ადათ–წესებსა და ყოფა ცხოვრებაზე გვიყვება.

ფოლკ-ოპერაში ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის  სოლისტები და მსახიობები მონაწილეობდნენ.

იდეის ავტორი და რეჟისორი – ვლადისლავ ტროიცკია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში