ბათუმში აქციისთვის ემზადებიან

30 ივლისი 2023, 20:00 735 ნახვა

საკრუიზო ლაინერს, რომელიც 31 ივლისს სოჭიდან გამოვა და ბათუმში რუს პროპაგანდისტებს ჩამოიყვანს, მოქალაქეები აქციით დახვდებიან.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ, გემი ბათუმის პორტში ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაჩერდება.

საკრუიზო გემით ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

ბათუმში დაგეგმილ აქციას უერთდება „ლელო“. პარტიაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საკრუიზო გემის მგზავრები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი