საკრუიზო გემზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიერ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დამრღვევის ფაქტზე რეაგირებას თხოვენ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალურ მოძრაობაში. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, საკრუიზო გემის მგზავრების განცხადებები უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაბამისი უწყებების თანამდებობების პირების პასუხისგებას ითხოვენ. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ საკრუიზო გემის ბათუმის პორტში შემოსვლას საზოგადოების ადეკვატური რეაგირება მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.