ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდით მთავრდება. აპლიკანტები ორნაწილიან ტესტს აბარებენ. დღეს მათ გამოცდა ჰქონდათ ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში, გუშინდელი დღე კი წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერას დაეთმო.
ბათუმის საგამოცდო ცენტრებში 450-მდე აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, დაახლოებით 50 გამოსაცდელი გამოცდაზე არ გამოცხადებულა, ერთი კი დაგვიანების გამო ვერ დაესწრო სესიას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება ტესტირების პირველადი შედეგები, რასაც გასაჩივრების პერიოდი ახლავს.
აპელაციის დასრულების შემდეგ კი კიდევ ერთი დღე აქვთ აბიტურიენტებს იმისთვის, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ.