''ქართული ოცნების'' თავმჯდომარისთვის ბათუმში გუშინ საკრუიზო გემის საპროტესტო აქცია ქაჯობაა. ირაკლი კობახიძის აზრით, სწორედ მსგავსი ქმედებების შედეგი იყო მათ შორის რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ყველა აგრესია.
კობახიძეს ოპოზიციაში უპასუხეს, სადაც ფიქრობენ, რომ ამ განცხადებით მან საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.
საკრუიზო ლაინერი ''ასტორია გრანდე'' ბათუმში გუშინ დილის 5 საათზე შემოვიდა, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება და საღამოს უკვე საპროტესტო აქცია მოჰყვა.