სენატორი შაჰინი დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან აღდგენილი ავიამიმოსვლა ხომ არ დაეხმარება რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას და ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს. „არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან უკან, რუსეთში ბრუნდება“ - თქვა ობრაიენმა. თემაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში.