,,მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ლაინერი, რომლის სარეკლამო რგოლებიც პუტინისტურ არხებზე ტრიალებს“- ეს განცხადება პარტია ლელოს ოფისში გააკეთეს. როგორც ვაჟა დარჩია ამბობს, საკრუიზო გემმა 800 ზე მეტი მგზავრი შემოიყვანა, რომელთა დიდი ნაწილს დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. დარჩია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დღეს საღამოს 8 საათზე ბათუმის პორტში საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნის, ლელო კი მათ უერთდება.