დღეს უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" თბილისი გასვლაზე მალტის "ჰამრუნს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ორივე გუნდი წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა, თუმცა ორივე დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენსლიგაზე აგრძელებენ.
თუ "დინამო" თბილისი "ჰამრუნ სპარტანსის" ბარიერს გადალახავს, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრული "ფერენცვაროშისა" და ირლანდიული "შემროკ როვერსის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.