გაბრიელ სიგუა კარიერას „ბაზელში“ გააგრძელებს

24 ივლისი 2023, 19:53 718 ნახვა
00:00
00:00

თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი დღეს შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი