პროკურატურამ თაღლითური სქემის 4 პირს ბრალდება წარუდგინა 

24 ივლისი 2023, 11:08 540 ნახვა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია დაახლოებით  222 ათას ლარზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი  საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ, რეალურად კი მსურველებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული. დაზარალებულია 5 მოქალაქე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი