ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ორმა სპორტსმენმა ბაგრატ ჟღეტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ 15 ვაგონი, ჯამში 375 ტონა და 700 კგ ბეჭებით 2 მეტრზე გაწიეს. ამით ბაგრატ ჟღეტმა საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა. ჭაბუკა ჭიღლაძისთვის კი ეს პირველი რეკორდია.
ტექნიკური ხარვეზის გამო სპორტსმენებმა პირველ ცდაზე ვაგონები ვერ დაძრეს, რადგანაც ბაგირი გაწყდა. მეორე მცდელობისას კი მიუხედავად ტრავმისა მოახერხეს და რეკორდი დაამყარეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრები 21 და 22 ივლისს უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.