კარატე კიოკუშინკაიში დღეს კავკასიის ღია ჩემპიონატი გაიმართა. ქობულეთში მიმდინარე ტურნირში 5 ქვეყნის 200 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრებები, როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართა.
ჩემპიონატის მიზანი, სპორტსმენებს შორის გამოცდილების გაზიარება და სპორტული ტურიზმის განვითარებაა.