„თეატრის ამბავი ანუ... „ ბათუმში 

23 ივლისი 2023, 11:01 926 ნახვა

ცნობილი და უცნობი ამბები ქართული თეატრის ისტორიიდან ამჯერად ბათუმში. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე კოლეგებთან, მსახიობებთან და ხელოვანების გუნდთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე და სცენაზე ის ისტორიები გააცოცხლა, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. ეს არის ქართული თეატრის დაარსების პირველი წლები, ქრონოლოგიურად სამეფო კარის თეატრიდან მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით.

რა გზა გაიარა თეატრმა - თავისი ექსპერიმენტული დადგმებით, ალტერნატიული დასებით, კრიტიკოსთა რეცენზიებით და ტრაგიკული ისტორიებით - ყველა ეს ამბავი, ჯამში ასამდე ისტორია პროექტის ავტორებმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანეს და მუსიკით, ქორეოგრაფიით, იმ პერიოდის სასცენო კოსტიუმებითაც კი სცენაზე გააცოცხლეს. “ქართული თეატრის ამბავი, ანუ...“ მაყურებელს ბათუმის შემდეგ ქუთაისში ელოდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში