სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - შსს-მ მომხდარზე ერთი პირი დააკავა. დღეს დილით ახალგაზრდა კაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და მიიმალა. შემთხვევა ვარკეთილის მეტროსთან მოხდა. გაქცეულს სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ.
დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ექიმები ამ დრომდე ახალგაზრდა კაცის გადარჩენას ცდილობენ, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.