ლეღვაში ბიჭის მკველობაში ბრალდებული ინგლისში დააკავეს

21 ივლისი 2023, 17:51 842 ნახვა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი