დაკავებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის როგორც ლიდერები, ასევე შემსრულებლები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებდნენ პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების, ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას.
გაშიფრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნიდან გატანის სქემაც. ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა.
ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.