საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო" ბათუმი კონფერენსლიგას გამოეთიშა. ''დინამომ'' უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ალბანურ "ტირანას" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.
ორი შეხვედრის ჯამში 2-3 ალბანელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. 28-ე წუთზე რეგი ლუშკიამ ანგარიში გახსნა და ''ტირანამ'' პირველი ნახევარი მოიგო.
მეორე ნახევარში ''დინამომ'' ორი რეალური ეპიზოდი შექმნა . ჯერ ზარიას შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა , ხოლო შემდეგ წიტაიშვილის დარტყმული კი მოხვდა ძელს. 77-ე წუთზე მეტოქემ ისევ გაიტანა და ანგარიში ტაბლოზე 0-2 გახდა. ბოლო წუთებში ბათუმელთა შეტევების შემდეგ გოლი კაპანაძის ანგარიშზეა. საბოლოო ჯამში ''ტირანამ'' შეხვედრა 1-2 მოიგო.
ალბანელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ ''ბეშიქთაშს'' დაუპირისპირდებიან.