დღეს "დინამო" ბათუმი შინ "ტირანას" უმასპინძლებს

20 ივლისი 2023, 10:28 770 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ალბანურ "ტირანას" უმასპინძლებს.

მატჩი ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ალბანეთში ფრედ 1-1 დასრულდა. ამ დროისთვის დღევანდელ მატჩზე დასასწრები 2900-მდე ბილეთი არის გაყიდვაში.

ბილეთები სტადიონის მიმდებარე სალაროებში და საიტ biletebi.ge-ზე იყიდება. დღესვე კონფერენსლიგაზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს.

გორის ''დილა'' შინ ''დუნაისკა სტრედას'' ეთამაშება, ხოლო ''ტორპედო'’ გასვლაზე ''სარაევოს'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში