აუზში ბავშვის გარდაცვალების საქმე

19 ივლისი 2023, 15:10 954 ნახვა

„ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება. სამართალდამცველებმა სასტუმროდან ვიდეოჩანაწერი გაიტანეს.

სასტუმროს ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, აუზზე, სადაც გუშინ 4 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. მისი თქმით, აუზზე მაშველების მორიგეობას კანონი არ ავალდებულებს.

რაც შეხება სასტუმროს სამედიცინო პუნქტს, მედიკოსები ადგილზე იმყოფებოდნენ. ადვოკატის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და ამ ეტაპზე პერსონალი იკითხება.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, 4 წლის ბავშვი აუზში გუშინ დაიხრჩო, ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, თუმცა როგორ აღმოჩნდა ბავშვი დიდებისთვის განკუთვნილ აუზში, საფრთხის ქვეშ არავის დაუნახავს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი