აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანი - მომავალი თაობა“ _ თურქეთში მიემგზავრება. ქალაქ ბურსაში 23-26 ივლისს მარმარილოს ქართული ასოციაციების ორგანიზებით ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ გაიმართება. ამ ფესტივალის გარდა ანსამბლი კონცერტებს თურქეთის იმ ქალაქებში გამართავს, სადაც ქართული დიასპორა ფართოდაა წარმოდგენილი.