''დინამო'' ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში 20 ივლისს შინ ''ტირანას'' უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ალბანეთში ფრედ 1-1 დასრულდა.
ამ დროისთვის შეხვედრაზე დასასწრები 5000-მდე ბილეთი არის დარჩენილი. ბილეთების რეალიზება საიტ: biletebi.ge-ზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბათუმელები თურქულ ''ბეშიქთაშს'' შეხვდებიან.
"დინამოსა" და "ტირანას" მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 20 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.