ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. აბიტურიენტმა, ამ პერიოდში უნდა მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღესვე გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა. რომლის შეძენაც პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევნის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.