„ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა.
სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.
შეხვედრა უკვე დასრულებულია, საინტერესოა გააკეთა თუ არა საელჩოს წარმომადგენელმა განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ, რადგან აუდიენციამდე კომენტარის გაკეთება მედიასთან არ ისურვა.