ხულოს მუნიციპალიტეტის იალაღებზე მოძველებული ელექტრობოძებისა და სადენების ახლით ჩანაცვლება გრძელდება.
ამჟამად მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ვაშლოვანისა და დიდაჭარის იაილებში.
სამუშაოებისთვის თვითმმართველობას მილიონ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების გამრიცხველიანებაც.